ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს, ერთი მათგანი კი მოკლეს
რუსეთში, ვოლგოგრადის რაიონში, რამდენიმე პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ტყვედ აიყვანა, – ამის შესახებ “TASS”-ს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურმა განუცხადეს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე პატიმარმა N19 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბუნტი მოაწყო და პენიტენციური დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მძევლად აიყვანა.
ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლულია, რამდენიმე კი დაჭრილი. მსჯავრდებულებმა მძევლები მაშინ აიყვანეს, როცა ციხეში დისციპლინარული კომისიის სხდომა მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.