ნინო წილოსანი: ლევან ცუცქირიძე ისეთივე ყალბია, როგორც სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლები

“ლევან ცუცქირიძე ისეთივე ყალბია, როგორც მისი ჩატარებული პარალელური დათვლები სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომლითაც გაყალბება დაუდასტურა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი რასაც ცუცქირიძე ლაპარაკობს, ყალბია.

„ყალბია ყველაფერი რასაც ლაპარაკობს. არანაირი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, მით უმეტეს იმ ხმამაღალი იდეით, რაც დაურქმევია – „თავისუფლების მოედანი“. ასევე ყალბია ის, რომ ის არ არის არასამთავრობო ორგანიზაციაში. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს და შეუერთდეს ამ რესურსებით იმ ნაცისტურ მოძრაობას, რომელიც კრებსითად ძალიან კარგად ჩანს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედნის“ წევრები „ლელოში“ გაერთიანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები