„ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნოს და ეს პარტია კეთროვანის როლში გამოჰყავთ, მაგრამ რეალურად ისინი არაფრით განსხვავდებიან „ნაცმოძრაობისგან“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის თავმოყვარეობა წაშლილია.
“მათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სწორედ ამიტომ ვეძახით. ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ვერავინ აღიქვამს, როგორც „ახლების“ წარმომადგენლებს. ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გამტარებლები. ისინი ვერ თანხმდებიან ერთიან სიაზე და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცალ-ცალკე ჩამოყალიბდნენ. ხედავენ იმასაც, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა რთული იქნება და ამიტომ გადაჯგუფებებს მიმართავენ. მათთვის პრინციპი და თავმოყვარეობა საერთოდ წაშლილია, ოღონდ როგორმე გამსვლელ სიაში მოხვდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ისინი რას წარმოადგენენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.