რატი იონათამიშვილი: დელეგატები 30-ვე ოლქში დავასახელეთ – საზოგადოებამ ნახა, რომ თითოეული მათგანი არის ამ ქვეყნის პატრიოტი

“დელეგატები 30-ვე ოლქში დავასახელეთ. არიან ახალი სახეებიც, რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენი გუნდი ეფუძნება როგორც გამოცდილებას, ასევე განახლებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ყველა დელეგატი საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.

„დელეგატები 30-ვე ოლქში დავასახელეთ. საზოგადოებამ ნახა, რომ თითოეული მათგანი არის ამ ქვეყნის პატრიოტი, ასევე არიან ახალი სახეებიც, რაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენი გუნდი ეფუძნება როგორც გამოცდილებას, ასევე განახლებას, რაც მნიშვნელოვანია, რომ პროგრესის უწყვეტობა იყოს მუდმივად უზრუნველყოფილი. თითოეული მათგანი საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები