ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშებს 47 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშებს 47 ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაცია სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
ისრაელის სამხედროებმა ოპერაციები დეირ ელ-ბალახში, ცენტრალურ ღაზაში და ხან იუნისში სამხრეთით გააძლიერეს, რის შედეგადაც, ღაზაში სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა.
დღეს, ისრაელის მხარე, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, კაიროში ჩავიდა. მხარეები ღაზას და ეგვიპტის საზღვრის საკითხს განიხილავენ.