აშშ-ის სამხედროებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

ამერიკელმა სამხედროებმა წითელი ზღვის რაიონში იემენელი „ჰუსიტების“ სამი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს,- ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

როგორც ამერიკის ცენტრალური სარდლობა განმარტავს, დადგინდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები აშშ-ის და მოკავშირეების სამხედრო ძალებს, აგრეთვე რეგიონში მოძრავ სავაჭრო გემებს საფრთხეს უქმნიდა.

“დადგინდა, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები წარმოადგენდნენ აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს რეგიონის სავაჭრო გემებისთვის. ეს ქმედება განხორციელდა თავისუფალი ნაოსნობისა და საერთაშორისო წყლების უსაფრთხოებისთვის”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები