პაკისტანში მოკლეს რვა წლის გოგონა, რომელსაც თუთიყუშები გალიიდან გაექცა

პაკისტანში 8 წლის ზოჰრა ოჯახმა, სადაც ის არალეგალურად მუშაობდა, წამებით მოკლა, რადგან მას გალიიდან თუთიყუშები გაექცა,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

როდესაც გოგონამ საკვების დასაყრელად გალია გააღო, თუთიყუშები გალიიდან გაფრინდნენ.

ოჯახი, სადაც ზოჰრა მუშაობდა ცხოველების გაყიდვით იყო დაკავებული. მომხდარის გაგების შემდეგ მათ ზოჰრა გონების დაკარგვამდე სცემეს, შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

საავადმყოფომ მომხდარი სასწრაფოდ პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც მათ დამნაშავეები დააკავეს.

„როდესაც გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მას დაზიანებები სახეზე, ხელზე, ფეხებსა და ნეკნებზე აღენიშნებოდა. გოგონას დაზიანებები ჰქონდა თეძოზეც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, შესაძლოა, გოგონაზე სექსუალურადაც იძალადეს“,- აცხადებენ პოლიციის განყოფილებაში.

როგორც ცნობილია, ზოჰრა ოჯახში ბავშვს უვლიდა, სანაცვლოდ კი ისინი გოგონას სწავლის ფულს უხდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანს დასაქმების კანონიერი მინიმალური ასაკი არ აქვს, კანონი არასრულწლოვნების სახლში მოსამსახურედ მუშაობას კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები