გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობის“ გასამართლება ის რეალობაა, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება ის რეალობაა, რომელსაც საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, საჭიროა „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
„ეს არ არის საარჩევნო ტაქტიკა, ეს ის რეალობაა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს. მათი საქმიანობა გასცდა ყველანაირ საზღვრებს იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებმა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არაერთი ნაბიჯი გადადგეს. ამ პროცესებს დღესაც ვხედავთ. ისინი არიან ამ ქვეყნის ერთ-ერთი მუხრუჭი, ქვეყანას კი, სწრაფი განვითარება და წინსვლა სჭირდება. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ ყველა კითხვას პასუხი ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს, საზოგადოებამ მიმდინარე პროცესი საჯაროდ იხილოს. სწორედ იმიტომ არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საჭირო, რომ ეს შესაძლებლობას გახდის იმ პროცესების წარმართვას, რაც ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.