რატი იონათამიშვილი ოპოზიციის გადაჯგუფებას სასოწარკვეთილ ქმედებად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის გადაჯგუფება სასოწარკვეთილი ქმედებებია.

„რადიკალურ ოპოზიციაში პოლიტიკური პარტიები არ არიან, ისინი არიან ერთი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს განადგურება. ისინი აგენტების „კანტორას“ წარმოადგენენ და „კანტორაში“ ვინ როგორ გადალაგდება და ვინ რა დავალებას მიიღებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მათ ქართულმა საზოგადოებამ სახელი უკვე დაარქვა – საზოგადოებამ კარგად იცის, როგორც მათი უსამშობლობის ამბავი, ასევე აგენტურისა და მოღალატეობრივი ბუნების შესახებ. მათი გადაჯგუფება არის სასოწარკვეთილი ქმედებები, რომელსაც მხოლოდ ერთი შედეგი ექნება: საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია ერთად თუ ცალ-ცალკე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები