ტრამპი – კამალა ჰარისი ყველას მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ოპონენტის კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ბირთვულ ომში გაეხვევა.

“ამხანაგი კამალა ჰარისის მმართველობის პერიოდში მომავალი არ გვექნება, ვინაიდან ის ყველას ბირთვულ მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს! მას მსოფლიოს ტირანები არასდროს არ სცემენ პატივს“, – დაწერა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები