რატი იონათამიშვილი: ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა

“საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის პირდაპირ პროპორციულია. 26 ოქტომბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება რეალობაა, თუმცა ჩვენი ამბიცია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, “ნაციონალურ მოძრაობას” და კრებით რადიკალურ ოპოზიციას თავისი სახელი სამართლებრივადაც დაერქვას.

“ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ღალატობდა და ოპოზიციაშიც მხოლოდ საქართველოს ღალატით არის დაკავებული – ამ პარტიას ჩაგვრის, ძალადობის, უსამართლობის და აგენტურული საქმიანობის გარდა არაფერი უკეთებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, “ნაციონალურ მოძრაობას” და კრებით რადიკალურ ოპოზიციას თავისი სახელი სამართლებრივადაც დაერქვას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები