ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა,- ინფორმაცია ინდურ მედიაში ვრცელდება.

ნარენდრა მოდი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით ჩავიდა. კიევში მოდი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება და მას რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას გააცნობს.

ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია. მოდი კიევში ვარშავიდან მატარებლით ჩავიდა. პოლონეთის დედაქალაქში მან წინა დღით ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან მოლაპარაკებები გამართა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 1991 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, უკრაინაში ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები