უნგრეთის ახალი კანონი უკრაინელი ლტოლვილების სახელმწიფო მხარდაჭერას ზღუდავს
უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების სახელმწიფო მხარდაჭერას ზღუდავს.
დოკუმენტის მიხედვით , რომელიც ძალაში 21 აგვისტოს შევიდა, უფასო საცხოვრებელი და ყოველთვიური გადასახადები მხოლოდ ფრონტის ხაზის რეგიონებიდან დევნილებს მიეცემათ. უნგრეთის ხელისუფლების მიერ შედგენილ სიაში ასეთი 13 რეგიონია. აღნიშნულ სიას უნგრეთის მთავრობა ყოველთვე გადახედავს.
უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ კოხში, ტრანსკარპატების რეგიონიდან 120 ლტოლვილი გამოასახლეს. სულ უნგრეთს 31 ათასამდე უკრაინელი აფარებს თავს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის შეფასებით , დაახლოებით 3000 უკრაინის მოქალაქე, რომლებიც რუსეთის შემოჭრის შემდეგ უნგრეთში გადავიდნენ, შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს.
“ჩვენ ინფორმირებული ვართ დადგენილების შესახებ და ვსწავლობთ მას. ევროკავშირი ერთიანია იმ პირების დაცვის უზრუნველყოფაში, ვინც პუტინის ბომბებს გაურბის და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ დაცვას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.