უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად “კავკაზის” პორტში სარკინიგზო ბორანი ჩაიძირა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ “კავკაზში”, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა, – ამის შესახებ უცხოური მედია კრასნოდარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ბორანი, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ, საწვავის 30 ავზით იყო დატვირთული. ბორანი მალევე ჩაიძირა.

“სამაშველო ოპერაციის შედეგად, პორტ „კავკაზში“ ჩაძირული ბორნის ეკიპაჟის 17 წევრი გადაარჩინეს”,- განაცხადა რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბორნის ჩაძირვის ადგილას სპეციალურ ზომებს მიმართავენ, რათა საწვავის გავრცელება არ დაუშვან.

კიევს “კავკაზის” პორტზე თავდასხმის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები