უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მაღალი სიზუსტის ამერიკული ავიაბომბები გამოიყენეს

22 აგვისტოს, უკრაინის საჰაერო ძალებმა მაღალი სიზუსტის ამერიკული GBU-39 ბომბებით კურსკის რეგიონში იერიში მიიტანეს,- ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

“დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზე, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფზე, ტექნიკაზე, შეიარაღებასა და 40-მდე სამხედროზე განხორციელდა”,- წერს საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ტელეგრამის არხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები