სტამბოლის ცენტრში ცხრასართულიანი სასტუმროს შენობას ცეცხლი გაუჩნდა

სტამბოლის ცენტრში ცხრასართულიანი სასტუმროს შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც თურქული მედია იუწყება, ხანძრის გამო შენობიდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა.

„ბეიოღლუს ცენტრალურ უბანში მდებარე ცხრასართულიან სასტუმროში გაურკვეველი მიზეზით ხანძარი გაჩნდა. ზოგიერთმა სტუმარმა კვამლის დანახვისას სასტუმრო დატოვა, ზოგის ევაკუაცია კი მაშველებმა განახორციელეს“, – წერს ადგილობრივი მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები