ირაკლი კირცხალია: რატომ ატეხეს ასეთი ქაოსი გამჭვირვალობაზე? არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია, ესენი იყვნენ პოლიტიკური პარტიების შავი ყულაბები

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია პარტია „ლელოში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების მოედნის“ წევრების შესვლას გამოეხმაურა.

„არასამთავრობო ორგანიზაციები და ვითომ ამათი ფარი, რომ ესენი არიან სამოქალაქო სექტორი, რეალურად ეს იყო ყველაფერი „ფეიქი“. რეალურად, ესენი იყვნენ ის გამტარები პოლიტიკური პარტიებისთვის იმ დაფინანსების, რომელ გამჭვირვალობაზეც ასეთი ქაოსი ატეხეს. რატომ ატეხეს ასეთი ქაოსი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რეალურად, არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია. ესენი იყვნენ პირდაპირ პოლიტიკური პარტიების შავი ყულაბები და სამართლებრივი გამტარები ამ ყველაფრის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები