“ახლა რასაც ვპირდებით ჩვენს ამომრჩევლებს, ეს არის “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური დასასრული” – ნინო წილოსანი
“ეს არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ეს არავისთვის არ არის გასაკვირი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.
“ახლა რასაც ვპირდებით ჩვენს ამომრჩევლებს, ეს არის მათი [“ნაცმოძრაობის] პოლიტიკური დასასრული – გასამართლდეს ნიურნბერგის პროცესივით, იყოს საჯარო-სახალხო და ყველა ის დანაშაული, რომელზეც შეიძლება, ჩვენ ასე პირდაპირ არ გვისაუბრია, სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე, ახლა 2022 წლის არჩევნებზე ჩვენი ამომრჩეველი პირდაპირ მისცემს ხმას და დაგვიკვეთავს, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაიაროს საქართველომ,” – აცხადებს წილოსანი.