“ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის მშვიდობის, ოჯახური ღირებულებებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ნომერ პირველი გარანტი” – მაჭარაშვილი
“ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის მშვიდობის, ოჯახური ღირებულებებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ნომერ პირველი გარანტი და თავისთავად ცხადია, რომ, უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ცნობებითაც, იმ ტერაქტის მცდელობის, ის იქნება ნომერ პირველი სამიზნე საქართველოში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“დღეს ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, იმას, პირდაპირი გაგებით, თავს ესხმიან. ანუ, რეალურად, დღევანდელი მოცემულობით, ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებას კლავს”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.