რატი იონათამიშვილი: ეს პოლიტიკური „ენჯეოები“ თუ ე.წ. პარტიები სინამდვილეში, არც „ენჯეოები“ არიან და არც პარტიები, არამედ არიან აგენტურის ქსელები და „კანტორები“

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი, პარტია „ლელოში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების მოედნის“ წევრების გაწევრიანებას გამოეხმაურა.

„ამ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს ზღვარი არც არასდროს არ ჰქონიათ სინამდვილეში. ვინაიდან, ეს პოლიტიკური „ენჯეოები“ თუ ე.წ. პარტიები სინამდვილეში, არც „ენჯეოები“ არიან და არც პარტიები, არამედ არიან აგენტურის ქსელები და „კანტორები“. შესაბამისად, ამ „კანტორაში“ ვინ რა სახელს დაირქმევს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ საკადრის სახელს ჩვენი საზოგადოება დაარქმევს და ფაქტობრივად დარქმეულიც აქვს უკვე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები