რეზო ამაშუკელი: მალე იმასაც გვაჩვენებენ, როგორ უკეთებენ სააკაშვილს ოყნას!

პოეტი რეზო ამაშუკელი საქართველოს ექსპრეზიდენტის ამერიკაში რთველში მონაწილეობას ეხმაურება. როგორც რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის მიერ მომზადებული სიუჯეტი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ერთ-ერთ ქართულ ოჯახში ყურძენი დაწურა, ეს არის პიარი და მეტი არაფერი. „ეს არის პიარი და მეტი არაფერი! მაგას ისე აინტერესებს რთველი და ქართული საკრალური თემები, როგორც მე – ჩიორას პრობლემები! „რუსთავი -2“-ის კოხტაპრუწა კიკალიშვილი თავის გადაცემაში მალე იმასაც გვაჩვენებს, სააკაშვილს ოყნას როგორ უკეთებენ! ვაი, ამათ პატრონს უბედურს, რის რთველი, რა რთველი!“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „P.S.“- ში მომზადდა სიუჟეტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ერთ-ერთ ქართველ ოჯახს ესტუმრა და რთველში მონაწილეობა მიიღო. სიუჟეტში გადმოცემული იყო, თუ როგორ წურავს მიხეილ სააკაშვილი ყურძენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები