გერმანიაში წლის დასაწყისიდან სიცხესთან დაკავშირებული დაახლოებით 5120 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა,- ინფორმაციას „როიტერი“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის თანახმად, მათი უმეტესობა ივნისის ბოლოს მოხდა, როდესაც საშუალო ყოველკვირეული ტემპერატურა 20°C-ს აჭარბებდა.
სააგენტოს მონაცემებით, გარდაცვლილთაგან დაახლოებით 4270 75 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი იყო. ასევე, აღნიშნულია, რომ ქალები უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე მამაკაცები, ძირითადად იმიტომ, რომ ისინი ძალიან ხანდაზმულთა უფრო დიდ ნაწილს შეადგენენ.
ევროკავშირის „კოპერნიკის“ დედამიწის დაკვირვების პროგრამის ცნობით, დასავლეთ ევროპაში რეკორდულად ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა, საშუალო ტემპერატურამ 20.74°C შეადგინა. 20-დან 28 ივნისის ჩათვლით საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და ნიდერლანდებში 4700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ცხელმა ამინდმა ევროპაში მასშტაბური ტყის ხანძრები გამოიწვია.