პაპუაშვილი – ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე: განვიხილეთ რეგიონული პოლიტიკის საკითხები და ხაზი გავუსვით დაკავშირებადობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას

“საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გავმართე.

შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობიდან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანას, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს.

“აგრეთვე, ყურადღება გავამახვილე ჩინეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე და გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებზე.

განვიხილეთ მზარდი საპარლამენტო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებებზე, განვიხილეთ რეგიონული პოლიტიკის საკითხები და ხაზი გავუსვით დაკავშირებადობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ელჩს მადლობა გადავუხადე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და წარმატება ვუსურვე შემდგომ საქმიანობაში”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები