გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ (Transforming Education Summit), რომელიც UNESCO-ს სათავო ოფისში ჩატარდება.

პარიზში ყოფნისას გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს UNESCO-ს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან და განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები