აუტიზმით დაავადებულ ბავშვს დაზიანება ფონენდოსკოპით აქვს მიყენებული

აუტიზმით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ავრცელებენ ინფორმაციას. 4 წლის გაბრიელის მამის ავთანდილ ნიშნიანიძის განაცხადებით, დასკვნაში წერია, რომ ბავშვს მრავლობითი ჭრილობა მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვმა დაზიანებები 26 სექტემბერს მიიღო.
“როგორც გუშინ გავიგე, ბაღში ამბობენ, რომ დაზიანება ფონედოსკოპით აქვს მიყენებული. თუმცა ექსპერტმა საფეთქლის არეში ორ სისხლნაჟღენთ ჭრილობაზე მითხრა, რომ ის არ შეიძლება ფონენდოსკოპით იყოს გამოწვეული. ეს ან მირტყმის, ან რაღაც სხვა მოქმედების შედეგია“, – განაცხადა “პირველის” პრესკლუბში. ნიშნიანიძემ. შეგახსენებთ, რომ აუტიზმით დაავადებული 4 წლის ბიჭის მშობლები თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის მასწავლებელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები