ლუკა კურტანიძე კომპრომატების გამოქვეყნებას აანონსებს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფედერაციაში დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს. როგორც ლუკა კურტანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი იმ სპორტსმენების ვინაობას დაასახელებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა რეგიონში ზონდერებად მუშაობდნენ და ამ საქმიანობაში პრემიებსაც იღებდნენ.
„მე დავსვი ეროვნული ნაკრებებიდან იმ მწვრთნელების გათავისუფლების საკითხი, რომლებმაც 2 წლის განმავლობაში ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამას მოჰყვა განაწყენება და განაწყენებული ადამიანების მხარდამხარ აღმოჩნდნენ ის რევანშისტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმს აძლიერებდნენ. ვაფრთხილებ ყველას, თუ არ გაჩერდებიან, სახელებით და გვარებით საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს აძლიერებდნენ! დიახ, იმათ შორის, ვინც მიპირისპირდებიან, არიან სპორტსმენები, ვინც სხვადასხვა რეგიონში ზონდერ-კოორდინატორებად იყვნენ გადანაწილებულნი და ამაში უზარმაზარ პრემიალურ თანხებს იღებდნენ”,- აცხადებსკურტანიძე.
ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებითვე, არიან ისეთებიც, რომლებიც ზონდერები არ ყოფილან, მაგრამ ფულს იღებდნენ პასიურობასა და გაჩუმებაში და სააკაშვილის რეჟიმს ამ ფორმით აძლიერებდნენ. კურტანიძის განცხადებით, სპორტსმენების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფედერაციაში მისი მისვლის შემდეგ მოჭიდავეები მაღალ პრემიებს აღარ იღებდნენ. „როცა ჩვენ მოვედით და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარი ჩამოეჭრა, ამსპორტსმენებმა ნაცკოორდინატორობის პრემიები ავტომატურად დაკარგეს. დღეს უკმაყოფილებას გამოხატავენდა ამბობენ – სააკაშვილის დრო ჯობდა, რადგან ჩვენ დიდი ხელფასები გვქონდაო”,- აცხადებს ლუკა კურტანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები