ბარაქ ობამა – ვაშინგტონმა ისლამური სახელმწიფოსაგან მომავალი საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასა

ბარაქ ობამა აღიარებს, რომ ვაშინგტონმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსაგან მომავალი საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასა. ერთ-ერთი ამერიკული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ამობობს, რომ სირია გადაიქცა ეპიცენტრად ისლამისტებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში სამოქალაქო ომის შედეგად შექმნილი ქაოსით ისარგებლებს. მისი თქმით, ის პრობლემა ძირითადად სამხედრო გზით მოგვარდება, თუმცა საჭიროა ასეთივე პოლიტიკური დარეგულირებაც.
„ჩვენი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ მათ სათანადოდ ვერ შეაფასეთ ის მოვლენები რაც სირიაში ხდება. რაც შეეხება ისლამურ სახელმწიფოს ერაყში მოქმედებდა ალქაიდა, თუმცა ჩვენმა საზღვაო ქვეითებმა სუნიტური ტომების დახმარებით გაანადგურეს ის. ისინი ახლა იატაკქვეშეთიდან მოქმედებენ თუმცა, გასული ორი წლის განმავლობაში მათ ისარგებლეს სამოქალაო ომით სირიაში სადაც დიდი ტერიტორიები უკონტროლოდაა, მათ აღადგინეს ძალები და შეძლეს უცხოელი მოხალისეების გადაბირება“, – განაცხადა ბარაქ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები