დონეცკში „ბოევიკებმა“უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი დაცხრილეს, დაღუპულია 7 სამხედრო

დონეცკის აეროპორტში 79-ე აერომობილური ბრიგადის 7 მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის მოხალისემ, პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში „ბოევიკებმა“ დონეცკის აეროპორტზე იერიში რამდენიმე ჯერ მიიტანეს. ჯავშანტრანსპორტიორიდან სროლის შედეგად 7 მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები