”ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარეობდა დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სადაც საქართველოს ინტერესებს ვიცავდით, ყველა დავა მოვიგეთ” – ქადაგიშვილი
“ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარეობდა დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სადაც საქართველოს, ჯარის ინტერესებს ვიცავდით, რომ მათი დადანაშაულება არ მომხდარიყო, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვდა. ყველა დავა მოვიგეთ, აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით საქართველოს და ქართულ ჯარს საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, მას ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20 პროცენტი, მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ შეფასებული არ იყო და ამიტომ ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ თავისი რიტორიკით საქართველო რუსეთთან ისევ დაპირისპირებაში შეიყვანონ, რაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულდება, რაც 2008 წელს იყო. ამას არჩევნების შემდეგ სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.