“ჩვენი მიზანია, საქართველო მშვიდობის ადგილი იყოს” – ქადაგიშვილი
“ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულ გამჭვირვალობას, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არასამთავრობო სექტორი მოქმედებს კანონის შესაბამისად და საზოგადოების ინტერესებით, არ არღვევს კანონს და ჩართული არ არის წინასაარჩევნო მანიპულაციებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
”რა თქმა უნდა, დიდ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო მიზნები, რომელთა განხორციელებასაც ცდილობენ და ამისთვის იყენებენ პოლიტიკასაც, დიპლომატიასაც და სხვა მეთოდებსაც. მათ შორის, ე.წ. რბილ ძალასაც. თუ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ვართ, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ღია და ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს, ამ ურთიერთობაში ჩრდილები არ უნდა არსებობდეს. საქართველოს ინტერესებში არ შედის, დაპირისპირებების მონაწილე იყოს. ჩვენი მიზანია, საქართველო მშვიდობის ადგილი იყოს“, – აღნიშნა დეპუტატმა.