“მათი [ოპოზიციის] არეალი არის მკაფიოდ შემოსაზღვრული, დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში” – ქადაგიშვილი
“ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა, ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც საქართველოში იმ ტრაგედიის და ომის თანაავტორი იყო და რომელიც დღესაც იმავე პოლიტიკის გამგრძელებელია. ამიტომ, ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა – ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის.
ფაქტია, რომ მათი არეალი არის მკაფიოდ შემოსაზღვრული, დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.