“აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველა დანაშაული უნდა გამოვააშკარაოთ, ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი პროცესი მივცეთ” – ოდიშარია
“აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველა დანაშაული უნდა გამოვააშკარაოთ, ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი პროცესი მივცეთ, ეს მავნებლები ღალატს არ მოიშლიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.
“12 წლის განმავლობაში სად იყავითო, თუ გვკითხავენ, ამაზე გიპასუხებთ – მემკვიდრეობა დაგვიტოვეს რეზოლუციაზე ხელმოწერის, ტალიავინის დასკვნაზე დათანხმების და ეს იყო ასარიდებელი. სწორედ იმით ვიყავით დაკავებული სტრასბურგსა და ჰააგაში, რომ ქართველ ჯარისკაცებზე სამუდამოდ მოგვეცილებინა დამოკლეს მახვილი. ამ საწადელს როცა მივაღწიეთ, უნდა გამოვააშკარაოთ ყველა დანაშაული, რომელიც არსებობდა. ეს მავნებლები არც იშლიან და არც მოიშლიან ღალატს. ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ ქვეყნის ასარევად. ადამიანები ცხინვალის რეგიონის გავლით რაჭაში დადიოდნენ და ასევე ზემო აფხაზეთში, აფხაზეთი ჩააბარეს და პატრიოტი ადამიანების სამხედრო დანაყოფი განაიარაღეს. ამ ადამიანებს ან დავალება აქვთ, ან მოღალატეობრივი სული, რაც მოსვენებას არ აძლევთ და არ ჩერდებიან. ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი პროცესი მივცეთ“, – განმარტა ოდიშარიამ.