“დღეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის უხილავი ხელით მართული პროცესი” – ოდიშარია

“დღეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის უხილავი ხელით მართული პროცესი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.

“კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, დაიშლება წინასაარჩევნოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ცალ-ცალკე მათთვის გასვლა, რომ საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ. ზოგი “ახლებს” დაირქმევენ, ზოგი “ძველებს”, ზოგი “კონსერვატორებს”, ზოგი “პროგრესულ ძალებს”, “ფედერალისტებს”, “ევროპულ საქართველოს” თუ ა.შ. აქ შედეგს არავითარი გადაადგილება არ მოიტანს. ჯამი კვლავ ერთი იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით ამ შემთხვევაში არაფერი შეიცვლება, ჯამი იგივე იქნება. აპირებენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და რა თქმა უნდა, გაერთიანდებიან საქართველოს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ”, – აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები