“NED-ი აფინანსებს ექსტრემისტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფეიკ ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, საქართველოში ისეთივე ხერხებს იყენებს, როგორც დანარჩენ რეგიონებში” – ოდიშარია

“ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდეც კარგად ვიცოდით, რას წარმოადგენდა NED-ი და რა პროფილებით საქმიანობს. სამწუხაროა, რომ საქართველოში სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით ისეთივე ხერხებს იყენებს, როგორც დანარჩენ რეგიონებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

“სამწუხაროა, რომ ხშირად NED-ი ექსტრემისტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, ასევე ისეთ ფეიკ ორგანიზაციებს, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო იმ ე.წ. საგამოძიებო ჯგუფის დაფინანსება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ცილი დასწამა. მას არასოდეს დაუმალავს, თუ რაიმე აქვს. ეს შეურაცხყოფა იყო არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ საზოგადოების, რადგან ასეთი ფილანტროპი ადამიანის მიმართ საზოგადოებაში პატივისცემაა და მის მიმართ ცილისმწამებლური დასკვნა იყო. ასე კეზერაშვილი იქცეოდა, როცა გაურკვეველ პლატფორმას აფინანსებდა, რომელსაც ხაბეიშვილი ხელმძღვანელობდა”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები