კირცხალია – „ნაცმოძრაობასთან“ „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებაზე: შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
”როდის არ იყვნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როდის არ იყვნენ ისინი სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ”, – ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას.
“ერთადერთი, უბრალოდ საზოგადოებას აყურებინეს რაღაც შიდა პარტიული დაპირისპირებები, რაღაც შიდა ჭორაობები, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.
ისინი ყოველთვის იყვნენ „ნაც. მოძრაობის“ წევრები“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.