“გამჭვირვალობა არის ის მიზანი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამოძრავებს” – კირცხალია
“აქცენტი მინდა, გავაკეთო სწორედ NED-ის და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ერთობლივად მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილ სტატიებზე, რომელიც მიზანმიმართულად არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი პოზიტიური რეიტინგის მქონე, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.
“აქვე მინდა, ხაზი გავუსვა და ვთქვა, რომ გამჭვირვალობა არის ის მიზანი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამოძრავებს და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ დავაზღვიოთ ყველა რისკი, გავატაროთ ყველა პრევენციული ღონისძიება იმისათვის, რომ ნებისმიერ აქტორს, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მათი დონორი ორგანიზაციები იყოს გამჭვირვალე, დეკლარირებული, დარეგისტრირებული და, მათ შორის, ჩვენ, პოლიტიკოსებს ამხელა ძალისხმევა აღარ გვჭირდებოდეს იმისათვის, რომ განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ ვინ ვის მხარეს დგას და ვინ რას აფინანსებს,” – განაცხადა შატაკიშვილმა.