„ოღონდ მანდატი მოიპოვონ, ბარიერი გადალახონ და სასესიო დარბაზში ადგილი დაიკავონ, ყველაფერზე წამსვლელები” – კირცხალია
„ოღონდ მანდატი მოიპოვონ, ბარიერი გადალახონ და სასესიო დარბაზში ადგილი დაიკავონ, ყველაფერზე წამსვლელები და ხელის მოწერები არიან”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას.
“უპრინციპობა, უთავმოყვარეობა, საკუთარი სიტყვის გადათქმა – ეს მათ არ აწუხებთ და საზოგადოება ამას კარგად ხედავს“, – აღნიშნა კირცხალიამ.