ირაკლი შატაკიშვილი – NED-ის საქმიანობაზე: ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილი სტატიები ნაწილია სწორედ იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელსაც ადგილი ჰქონდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით
„ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილი სტატიები, რომელიც მიზანმიმართულად არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი პოზიტიური რეიტინგის მქონე პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული, ნაწილია სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის, რომელსაც ადგილი ჰქონდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი „ქრონიკასთან“ NED-ის გაშიფრულ სქემას.
“გამჭვირვალობა არის სწორედ ის მიზანი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამოძრავებს. ნებისმიერი ორგანიზაციის დონორი ორგანიზაციები, რომელსაც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, უნდა იყოს გამჭვირვალე, დეკლარირებული და დარეგისტრირებული“, – აღნიშნა შატაკიშვილმა.