“გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან” – სალომე ზურაბიშვილი
“გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან. ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვებულ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!”, – წერს ზურაბიშვილი “ფეისბუქზე”.
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.