„მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას” – ოდიშარია “დემოკრატიულ ფესტივალზე“
„მეტად ანტიდემოკრატიული, ქართველი ხალხის მიერ აღიარებული მწვალებელი და მკვლელი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ხსნის გათავისუფლების და გათეთრების კამპანიას, რატომ მოიფიქრეს და მოიგონეს საერთოდ ეს პლატფორმა და სახელწოდება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურია და მას არც ფესტივალთან და არც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიულ ფესტივალზე“ საუბრისას განაცხადა.
“იქ წარმოდგენილი პუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება, მას რამე ფესტივალი უწოდო, ან კიდევ მიზნებს თუ გავეცნობით, დემოკრატიული”, – განმარტა დეპუტატმა.