ავღანეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ ქაბულის აეროპორტში კამიკაძე აფეთქდა

ავღანეთში ტერორისტმა კამიკაძემ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე იერიში ავღანეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიტანა.
„ბოევიკი“აეროსადგურში შეღწევას ცდილობდა, თუმცა დააკავეს უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთ საგუშაგოზე, სადაც თავი აიფეთქა. არსებული მონაცემებით, დაშავებულია რამდენიმე ავღანელი ძალოვანი. თვითმხილველები რამდენიმე დაღუპულზეც საუბრობენ. მანამდე, დღესვე, ექსტრემისტებმა ასევე აღმოსავლეთ პროვინციის სამთავრობო შენობას შეუტიეს. ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ განი ახმაძაის ინაუგურაცია უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები