აშრაფ განი ახმაძაი ავღანეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის აშრაფ განი ახმაძაის ინაუგურაცია ჩატარდა. ინაუგურაცია უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებით ჩატარდა, – წერს უცხოური პრესა.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს და ერთმანეთი არჩევნების ფალსიფიცირებაში დაადანაშაულეს. შემდგომში ახლა უკვე ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ განი ახმაძაის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის აბდულა აბდულას მოლაპარაკებების შედეგად ძალაუფლება გაიყო. ახმაძაი პრეზიდენტად, აბდულა კი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელად გამოცხადდნენ. მოლაპარაკებები გაეროს, აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი აშშ-ს და ავღანეთს შორის უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერას ახმაძაის ინაუგურაციის შემდეგ ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები