აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერებზე ტექნიკის გაცემის პროცესს დაესწრო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ფერმერებზე ტექნიკის გაცემის პროცესს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის პროგრამის ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის” ღონისძიების ,,სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში მიმდინარეობს პროგრამის ბენეფიციარების მიერ შესყიდული სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების (მილი, ტუმბო, ავზი), მარცვლეულის საფქვავის, რძის საწველი აპარატის, მეფუტკრეობის საწარმოო საშუალებების (ციბრუტი, თაფლის შესანახი უჟანგავი ჭურჭელი, საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოების საწარმოო საშუალებებისა და ჩირის წარმოების საწარმოო საშუალებების თანადაფინანსება.

პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით.

აღნიშნული ინვენტარის შესყიდვა-დაფინანსება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზეა გათვალისწინებული.სულ ღონისძიების ბიუჯეტი შეადგენს 4 000 000 მილიონ ლარს. სამინისტროს თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 3,879,648.43 ლარს.

სულ ღონისძიების ფარგლებში დაფინანსდება 4000 ფერმერი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები