“ჰამასი” ერთი ისრაელელი მძევლის მკვლელობისა და ორის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
“ჰამასი“ ერთი ისრაელელი მძევლის მკვლელობისა და ორის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, – ამის შესახებ REAUTERS-ი წერს.
დაჯგუფების სამხედრო ფრთის სპიკერმა განცხადება ინტერნეტში გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ისრაელელი მამაკაცი მისმა მცველმა მოკლა, ხოლო ორი ქალი მძიმედ დაშავდა ღაზაში მომხდარი ორი ცალკეული ინციდენტის დროს.
„ჰამასის“ წარმომადგენელი მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შექმნილია კომიტეტი, რომელიც შემთხვევას გამოიძიებს და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაჭრილი მძევლის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
აღსანიშნავია, რომ ეს „ჰამასის“ მხრიდან ისრაელელი მძევლის მკვლელობის აღიარების პირველი შემთხვევაა. მანამდე, დაჯგუფებამ ტყვეების დაღუპვა ღაზას სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმებს დააბრალა.