“საინტერესოა, წერილი მხოლოდ სალომეს მისწერა, თუ მადუროს, ფეზეშქიანს, პუტინს, ლუკაშენკოს, კიმ ჩენ ინს?” – გოგა ხაინდრავა ბაიდენის წერილს ეხმაურება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი, სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილს ეხმაურება.
“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით”, – ჯო ბაიდენი. საინტერესოა, წერილი მხოლოდ სალომეს მისწერა, თუ მადუროს, ფეზეშქიანს, პუტინს, ლუკაშენკოს, კიმ ჩენ ინს და სხვ. მსოფლიოს თქვენით იმედგაცრუება რომ იცოდეთ, როგორია მისტერ პრეზიდენტ?!”, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.