16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – წერს მარგუს ცაჰკნა.