ევროკავშირი ბელორუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 2020 წლის გაყალბებული არჩევნების, რეპრესიების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში ქვეყნის თანამონაწილეობისთვის.

საბჭოს ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, კერძოდ პროკურორები და ბევრი მოსამართლე, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოიტანეს. სანქციები დაწესდა კიდევ 28 პირის წინააღმდეგ.

“ამ სანქციების მიზანია ბელორუსის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ზეწოლა, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ძალადობა და რეპრესიები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და სხვა უსამართლოდ დაკავებული პირები და დაიწყოს დიალოგი ფართო საზოგადოებასთან.

ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობიანი დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესს სხვადასხვა ინსტრუმენტებით და დააწესოს დამატებითი სანქციები, თუ ბელორუსის ხელისუფლება გააგრძელებს იმავე ქმედებებს.

ევროკავშირი მხარს უჭერს ბელორუსი ხალხის სწრაფვას თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ბელორუსიისკენ და შეშფოთებულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებით”,- ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

ამჟამად, ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომები, მთლიანობაში, 261 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები