ირანი – “ახლო აღმოსავლეთის ომი არ გვსურს, მაგრამ ისრაელი უნდა დაისაჯოს”

გასულ კვირას ჰეზბოლას მეთაურის და ჰამასის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობამ გააჩინა შიში, რომ ღაზაში ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გავრცელდა.

ირანმა განაცხადა, რომ არ ცდილობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას, მაგრამ მისი მთავარი მტერი ისრაელია და ის შემდგომი არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად უნდა დაისაჯოს, – ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რეგიონი ემზადება ირანის თავდასხმისთვის ისრაელზე.

ინფორმაციისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები