ბლინკენი – “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს: ირანმა და ჰეზბოლამ, შესაძლოა, ისრაელზე შეტევა დღეს დაიწყონ

ირანისა და “ჰეზბოლას” თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ შესაძლოა ორშაბათს დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა G7-ის ქვეყნების კოლეგებს განუცხადა.

უცხოური მედიის ცნობით, განცხადების მიზანი, სავარაუდოდ, იყო აშშ-ს უახლოესი მოკავშირეების კოორდინაცია და მცდელობა, განეხორციელებინა დიპლომატიური ზეწოლა ირანზე და ჰეზბოლაზე, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ მათი საპასუხო ქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი ესაუბრა თავის კოლეგებს, რათა დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს რეგიონში და თავიდან აიცილოს ყოვლისმომცველი ომის დაწყება.

აშშ თვლის, რომ ირანის თავდასხმა გარდაუვალია “ჰეზბოლას” და “ჰამასის” მაღალჩინოსნების მკვლელობის შემდეგ, ამიტომ, ბლინკენმა განუცხადა ოფიციალურ პირებს, რომ რეგიონული ომის თავიდან აცილების საუკეთესო ბერკეტად ირანზე ზეწოლის გაძლიერება სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები