„დიდი შვიდეული“ ახლო აღმოსავლეთში მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში ფართო კონფლიქტის საფრთხის ფონზე, მხარეებს თავის შეკავებისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.
“ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გაზრდილი დონის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის. რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ საპასუხო ძალადობის მიმდინარე დესტრუქციული ციკლის გაგრძელებისგან, შეამცირონ დაძაბულობა და კონსტრუქციულად ჩაერთონ დეესკალაციის მისაღწევად“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.